ახალი ამბები
გორში ძველი ქაღალდების სანაცვლოდ ახალ წიგნებს დაარიგებენ
8 მაისს, ქალაქ გორში, მერიასთან, ,,მაკულიტერატურის” აქცია 11:00-დან 17:00-მდე გაიმართება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, სოფო ბუაძის განცხადებით, მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა ჩააბაროს ძველი წიგნები, გაზეთები, ჟურნალები, რვეულები, რის სანაცვლოდ "პალიტრა L" - ის ახალ წიგნებს მიიღებს.

ახალი წიგნის სახეობა დამოკიდებულია ჩაბარებული მასალის რაოდენობაზე.

,,მაკულიტერატურა“ არის პროექტი, რომელიც უნიკალურ შანსს აძლევს მოსახლეობას გაცვალონ მაკულატურა ახალ წიგნებში.

პროექტის მიზანია შევინარჩუნოთ გარემო - უამრავი ქაღალდი , ჟურნალი, გაზეთი, წიგნი და ა.შ. გროვდება სახლში, ბიბლიოთეკებში, რომელიც აღარ გვჭირდება. მეორეული ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას.

მაკულიტერატურა აქციებს მართავს რეგიონებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

1 კგ ჩაბარებულ მაკულატურაზე მომხმარებელი მიიღებს 1 ქულას ანუ ერთ ვირტუალურ ”ნერგს”. ყველა წიგნს მინიჭებული აქვს შესაბამისი ”ნერგების” რაოდენობა რომელიც მერყეობს 4 ”ნერგიდან” - 100 ”ნერგამდე”.
Print

სტატიის გამოყენების პირობები