ახალი ამბები
გენო პეტრიაშვილი ევროპის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში უნგრელი დანიელ ლიგეტი, 125 კგ წონით კატეგორიაში, პეტრიაშვილმა 4-2 დაამარცხა.

გორელი მოჭიდავე (თავისუფალი სტილი) 1994 წელს დაიბადა. წარმოშობით, ამჟმად ოკუპირებულ, ფრონეს ხეობიდანაა.

ის 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. ასევე, ევროპის ჩემპიონი (2016) და ბრინჯაოს პრიზიორი (2013), მსოფლიო ჩემპიონატის 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი (2013, 2015).

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (120 კგ).

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები