ახალი ამბები
,,ბუპრენორფინის" შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გორში, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის ნასამართლევი ი.დ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, საქმე შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა გახსნეს.

,,დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 11 აბი და 16 ნატეხი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,1448 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს." - აცხადებს გამომძიებელი ვახტანგ აივაზაშვილი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
Print

სტატიის გამოყენების პირობები