ახალი ამბები
გორში სიგარეტის ნამწვის გადაგდების გამო 23 პირი დააჯარიმეს
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გორში, სიგარეტის ნამწვის გადაგდების გამო, 23 პირი დააკავეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

კერძოდ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის ცნობით, დაჯარიმების აქტები 12 აპრილიდან პირველი მაისის ჩათვლით დაწერეს.

,,სამართალდამრღვევი ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმა საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღეში. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, საქმე ეგზავნება აღსრულების ეროვნულ ბიუროს." - აცხადებენ უწყებაში.

2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – იწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები