ახალი ამბები
დიდების მუზეუმში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდნენ
ქალაქ გორში და გორის რაიონში მცხოვრებ ვეტერანებს, დღეს, შეხვედრა დიდების მუზეუმში მოუწყებს.

ოფიციალური მონაცემებით, ქალაქ გორში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ათი, ხოლო, რაიონში 11 ადამიანი ცხოვრობს.

ვეტერანების საპატივსაცემოდ დიდების მუზეუმში მცირე ღონისძიებაც მოეწყო, სადაც მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელებმა და ანსამბლმა „გორის“ წევრემა იმღერეს.

„დღეს ჩვენ მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ავღნიშნავთ ფაშიმზე გამარჯვების 72-ე წლისთავს. ქალაქ გორსა და გორის რაიონში მეორე მსოფლიო ომის 21 მონაწილე შემოგვრჩა. ისინი დღეს მოვიწვიეთ ტრადიციულად ღონისძიებაზე. მადლობა მინდა უთხრა თითოეულ მათგანს ფაშიზმის დამარცხებისთვის და ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე.“ - აღნიშნა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების საპატივსაცემოდ გამართულ ღონისძიებაზე გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და მათი ახლობლები ესწრებოდნენ. მათ დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის ითვალისწინებს წლის მანძილზე ერთჯერადად 200 ლარიან, ხოლო აღნიშნულ თარიღთან (9 მაისი) დაკავშირებით 150 ლარიან დახმარებას. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა 10-მა მეორე მსოფლიო ომის მონაწილემ ორივე სახის დახმარებით უკვე ისარგებლა. გარდა ამისა, თითოეულ მათგანს გორის მერიისგან საჩუქრად 50 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტი გადაეცა“, - აცხადებენ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში.



Print

სტატიის გამოყენების პირობები