ახალი ამბები
ქარელში 8 ვეტერანის საპატივსაცემოდ ღონისძიება გამართეს
დღეს, ქარელსა და ქარელის რაიონში მცხოვრებ 8 ვეტერანს ადგილობრივმა გამგეობისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა ღონისძიება მოუწყეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, გამგეობა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის 8 ვეტერანს საჩუქრად გადასცემს ფულად თანხას, თითოეულს 500 ლარის ოდენობით.

ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად შინმოუსვლელთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ასევე გაიმართა ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ „მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი“-ს აღსაზრდელები, მამაკაცთა ფოლკლორული ანსამბლი „ქარელი“ და სხვა ადგილობრივი შემსრულებლები.

9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 72 – ე წლისთავი აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები