ახალი ამბები
ხაშურელ ვეტერანებს 9 მაისი განახლებულ მემორიალთან მიულოცეს
დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ, ხაშურის თოჯინების თეატრის შენობაში, ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებების ორგანიზატორი იყო, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების კულტურის და სპორტის სამსახური. ამავე სამსახურის ინიციატივით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს საჩუქრად სასურსათო პაკეტები გადაეცათ.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამიდან 300 ლარიანი, ხოლო საქართველოს მთავრობისგან 600 ლარიანი ფინანსური შემწეობაც მიიღეს.

თითოეულ ვეტერანს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღია ბარათით ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები