ახალი ამბები
ანონსი: საინფორმაციო შეხვედრა მერებთან და გამგებლებთან

ორშაბათს, 28 ივლისს, 2 საათზე სასტუმრო „Radisson Blu Iveria“-ში „პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი - PMCG” ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას ახლადარჩეული მერებისა და გამგებლებისათვის.

 

ღონისძიებას გახსნის თბილისის ახლადარჩეული მერი დავით ნარმანია, ასევე საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სტივენ ჰაიკენი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და PMCG-ს გენერალური დირექტორი ალექსი ალექსიშვილი.

 

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ახლადარჩეული 8 მერი  და 13 გამგებელი.

 

ღონისძიებაზე მერები და გამგებლები განიხილავენ მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობებს და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მნიშვნელოვან ასპექტებს.

 

შეხვედრა ტარდება პროექტ „ტრეინინგ-კურსები და სახელმძღვანელოების შემუშავება 14 ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტისათვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) “დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) პროგრამის მხარდაჭერით.

 
Print

სტატიის გამოყენების პირობები