ახალი ამბები
სადგურის დასახლებაში კომპანიის წარმომადგენლებს სანიაღვრე არხი ხელახლა გააკეთებინეს
ქალაქ გორის შესასვლელში, ხიდისთავის მხრიდან არსებული, სანიაღვრე არხი კომპანიის წარმომადგენლებს ხელახლა გააკეთებინეს.

მასშტაბური სამუშაოები მას შემდეგ განახლდა, რაც ტერიტორია რეგიონალური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა შეამოწმეს.

ქ.გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში, ქუჩებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით, მიმდინარეობს.

პრობლემური ადგილი, სადაც ნალექის დროს ქალაქის ქუჩებიდან ჩამდინარე წყალი გროვდება, სწორედ, ქალაქის გასასვლელში მდებარეობს.

ჯერ კიდევ, ერთი თვის, ბეტონის ფილები წყლის გასატარებლად ჩაყარეს. რამდენიმე ადგილას, მისი ამოყრა და ხელახლა ჩაყრა გახდა საჭირო.

პროექტის ფარგლებში  3,270 კმ სიგრძის გზის მოასფალტება და მიმდებარე ტროტუარების, რკინა-ბეტონის ბორდიურებისა და სანიაღვრეების მოწყობა შედის. 

პროექტზე ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით  (1,654,000.00 ლარი) იხარჯება.

სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, სამუშაოები დასკვნით ფაზაშია და მაისის ბოლოს დასრულდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები