ახალი ამბები
მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლე რაიონის ,,ეტალონის" გამარჯვებული გახდა
,,ქარელის ეტალონი მოსწავლე" სოფელ მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლე, ლიკა ნავროზაშვილი გახდა.

მერვე კლასის მოსწავლემ 85 ქულა დააგროვა.

მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი ქარელის მეორე საჯარო სკოლაში ჩატარდა და 2016-2017 წლების ,,ეტალონი" მოსწავლე გამოავლინა.

ინტელექტ-შეჯიბრში ქარელის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

შეჯიბრში გამარჯვებულს ''ქარელის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები