ახალი ამბები
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ცხინვალში (PHOTO)
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ამჟამად, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, 39 ვეტერანი ცხოვრობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცხინვალის მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, ვეტერანების საპატივსაცემოდ და ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავის აღსანიშნავად, ქალაქის მთავარ მოედანზე, სამხედრო მარში გაიმართა.

ოფიციალური მონაცემებით, 1941-45 წლებში, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან, ომში საბრძოლველად, 22 ათასამდე მოქალაქე წავიდა.

აქედან, უკან, არ დაბრუნებულა 11 ათასამდე მებრძოლი. ათასამდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები