ახალი ამბები
ერთი ღამე უფლისციხეში - მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის უფასო იქნება
უფლისციხეში აქციისთვის, რომლის სახელწოდებაა „ღამე მუზეუმში”, ემზადებიან.

ღონისძიება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, წელს 27 მაისს გაიმართება.

დამთვალიერებლებისთვის მუზეუმი ღამის 1 საათამდე იქნება ღია - ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება.

აქციას „ღამე მუზეუმში“ - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში.

„ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.

კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ღამის პირველ საათამდე საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის ღამის 1 საათამდე იქნება ღია.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმები თბილისისა და რეგიონის მასშტაბით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მუზეუმების გაერთიანების სამი მუზეუმი, რეგიონული მუნიციპალიტეტის მუზეუმები, ორი უწყებრივი მუზეუმი - ქართული სპორტის მუზეუმი, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმი და კერძო მუზეუმი - ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების გალერეა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები