ახალი ამბები
ძლიერი ჭექა-ქუხილი გორის სოფლებში (PHOTO/VIDEO)
დღეს, საღამოს, გორის სოფლებში ძლიერი ჭექა-ქუხილი დაფიქსირდა.

ამის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ვარიანში მცხოვრებმა თემო კერესელიძემ გადაიღო.

ნალექს წინ ძლიერი ქარი უძღოდა.

ქალაქ გორში გარეგანათება რამდენიმე ადგილას გამოირთო.

შავშვები-გორის მონაკვეთზე ჩაბნელდა ავტობანიც.

ინტენსიური წვიმა და ქარი დასავლეთ საქართველოდან წამოსულმა ნოტიო ჰაერმა გამოიწვია.

სააგენტო ,,ინტერპრესნიუსის" ცნობით, ძლიერმა ქარმა კი გორთან ახლოს ბენზინგასამართ სადგურზე ბანერი მოგლიჯა და საწვავის ჩასასხმელად გაჩერებულ ავტომანქანას მინა ჩაუმსხვრია. ავტომანქანაში მყოფმა პირებმა კი სახეზე მინის ნამსხვრევების მოხვედრის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღეს.

„ინტენსიური წვიმისა და ქვის ცვენის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ91-კმ101 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 11 მაისის დილის 09.00 საათამდე



ფოტო: გადაღებულია ჭალის დასახლებიდან ელენე ნადიბაიძის მიერ



ფოტო: გადაღებულია ვარიანის ყოფილი კულტსახლიდან თემო კერესელიძის მიერ


ფოტო: გადაღებულია ვარიანში თემო კერესელიძის მიერ



ვიდეო: გადაღებულია ვარიანში, თემო კერესელიძის მიერ

Print

სტატიის გამოყენების პირობები