ახალი ამბები
შს სამინისტრო 31 მაისს პოლიციის დღეს აღნიშნავს
2017 წლის 31 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის დღეს აღნიშნავს.

ამ დღის აღსანიშნავად, დედაქალაქში, სპეციალური ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებაში  რეგიონის სამართალდამცავებიც მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის, გრიგოლ გაგოშიძის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის შს მინისტრები იქნებიან მიწვეულები.

მისი ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში პოლიციის ახალი ჰიმნი ჩაიწერება, რომელიც 31 მაისს შესრულდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები