ახალი ამბები
ოჯახის დაყაჩაღება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დმენისში ოთხმა ნიღბიანმა გიგოლაევების ოჯახი დააყაჩაღა.

სოფელი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მდებარეობს და, უშუალოდ, გორის რაიონის სოფელ მერეთის თემის სოფლებს ემიჯნება.

კრიმინალური ფაქტი ღამის საათებში მოხდა. სახლში ცოლ-ქმარი იყო.

ჰასან გიგოლაევი და მისი მეუღლე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ჰოსპიტალიზაცია არ დაჭირდათ.

ჰასანა გიგოლაევი ცხინვალის მთავრობის კომუნიკაციების განყოფილებაში მუშაობს. ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნიღბიანები ბენზინის დაწვით ემუქრებოდნენ და მისგან ძვირფასეულობას და ფულს ითხოვდნენ.

ადგილობრივი მილიცია აცხადებს, რომ წაღებულია ნივთები და ფული და მიმდინარეობს გამოძიება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები