ახალი ამბები
მაშველებმა ,,ჰაერში გამოკიდებული" სახურავის მოხსნაზე უარი თქვეს
ქალაქ გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე, 10 მაისის ქარმა საერთო საცხოვრებლის კორპუსს სახურავი გადახადა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს.

მათი თქმით, ჰაერში გამოკიდებული სახურავის ნაწილი დღესაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა დაზიანებული სახურავის ნაწილის მოხსნაზე უარი თქვეს.

ამჟამად, კერძო საცხოვრებლის ოთახების ჭერიც წვიმისგან დასველდა.

ძირითადად, სამი ოჯახია (სეხნიაშვილები, ფილიშვილები და ლომიძეები) დაზარალებული.



,,ისეთი ქარი ამოვარდა, ამ სახურავების ნაწილი საბავშვო ბაღის ეზოში გადაადგო, ერთი ნაწილი კი, აგერ იმ ბლის ხეზე იყო გადაფენილი" - გვითხრეს მათ.

სეხნიაშვილები, ფილიშვილები და ლომიძეები დროულ დახმარებას ითხოვენ.

იმავე საღამოს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც მივიდნენ, თუმცა ბევრი არაფერი გაუკეთებიათ.

,,გამწვანების სამსახურის თანამშრმლები მოვიდნენ. ის ბიჭები დაგვეხმარნენ ბრეზენტის გადახურვაში. ჟესტები კი არ გავატანეთ. რა ვიცით, რა ხდება. იქნებ არ გააკეთოს მთავრობამ ეს სახურავი და ამ ჟესტებს მაინც გამოვიყენებთ" - გვითხრეს მათ.

ქალაქ გორის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებით, სამუშაოების განხორციელება ,,გადაუდებელი აუცილებლობის" მუხლით გათვალისწინებული ხარჯებით მოხდება.

,,ორშაბათს კომპანიასთან ხელშეკრულება დაიდება და იმავე დღესვე შეეძლება სამუშაოების დაწყება" - აცხადებს პრეს-სამსახური ნათია ხაჩიური.

ორშაბათი 15 მარტია. სტიქია კი, 10 მაისს მოხდა.










კორპუსის სახურავები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოცვალეს. იმ პერიოდში კომპანიამ, თუნუქის ფირფიტები ძველ ხის კოჭებზე გადააკრა. 
Print

სტატიის გამოყენების პირობები