ახალი ამბები
ბოლო ერთ თვეში ცხინვალის მხრიდან გამყოფი ხაზი სამმა ადამიანმა გადაკვეთა
2017 წლის აპრილში ,,საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით" ცხინვალში დე-ფაქტო რესპუბლიკის 3 მოქალაქე გაასამართლეს.

ამის შესახებ, ერგნეთში გამართული მოლაპარაკების დროს, ცხინვალის მთავრობის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ მუხლით, საერთო ჯამში, ბოლო ერთ თვეში, სულ 11 მოქალაქე გასამართლდა, აქედან - 6 აზერბაიჯანის, 2 საქართველოს პასპორტის მქონე და 3 დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებია.

სანაკოევის განცხადებით, ამ მხრივ, ყველაზე პრობლემური ადგილი ზნაურის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაა.

,,ხშირია საქონლის დაკარგვის შემთხვევები. მართალია, მოლაპარაკების წყალობით საქონელს უკან აბრუნებენ, მაგრამ ეს ყოველთვის არ ხდება." - აცხადებს დავით სანაკოევი.

სწორედ ამიტომ ცხინვალის მთავრობამ ზნაურის რაიონის მიმართულებით მავთულხლართების გაბმა გადაწყვიტა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები