ბოლო ინფორმაციით დაზიანებულია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის ტერიტორიაზე მდებარე N 106 ანძის სადენი.ადგილზე მუშაობენ ტექნიკური ბრიგადები და დღის ბოლომდე აღმოფხვრიან დაზიანებას.
ასევე, დაზიანებულია 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „კოლხიდა-2“ და ელექტროგადამცემი ხაზი „პალიასტომი-1“.
ავარიის დადგომიდან 2 საათში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ რეზერვების გამოყენებით შეძლო მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.
ამ დროისთვის საქართველოს მოსახლეობა შიდა გენერაციის წყაროებთან ერთად, მარაგდება სომხეთსა და თურქეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით.
წინასწარი ინფორმაციით დაზიანებების მიზეზი ტექნიკური ხასიათისაა , თუმცა ყველა შესაძლო კითხვის ნიშნის გამოსარიცხად პროცესში ჩართულები არიან სამართალდამცავი ორგანოები.
აღნიშნული ტიპის სისტემური ავარია პირველი არ არის და ის საქართველოს ენერგოსიტემაში წინა წლებში არაერთხელ დაფიქსირებულა:
ამჟამად მიმდინარეობს ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტები, რომლებიც ქვეყანაში შემქნის ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს, რაც მომავალში შეამცირებს საქართველოს ელექტროსისტემაში აღნიშნული ტიპის ავარიის რისკებს.
სტატიის გამოყენების პირობები