ახალი ამბები
გორის ციხე მწვანე ნათურებით გაანათეს (PHOTO)
ისტორიული ციხე-სიმაგრე ღამის საათებში მწვანე ნათურებით ნათდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქ გორის მერიამ მიიღო.

კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა სამუშაოები გუშინ დაასრულეს.

პირველ ღამეს მხოლოდ გორის ციხის ნაწილი განათდა.

ტექნიკური ხარვეზების გამო ციტადელის ჩრდილო-დასავლეთი მხარე არ ჩაირთო.

მერიის შესაბამისმა სამსახურებმა სამუშაოები დღეს განაახლეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გამოიცვალა ციხე-სიმაგრეზე აღმართული საქართველოს მოძვალებული დროშაც.











Print

სტატიის გამოყენების პირობები