ახალი ამბები
ევროპის 19-წლამდე ასაკის საფეხბურთო ჩემპიონატის თასი გორში ჩაიტანეს
დღეს, საქართველოში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის ერთერთი მთავარი სიმბოლო გორში ჩაიტანეს.

ევროპის 19-წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატის თასი ქალაქის ძველ უბანში დადგეს, შემდეგ, ქალაქის ცენტრში გადაიტანეს.

გორი ევროპის 19-წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქია.

19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მატჩები 2-15 ივლისს თბილისსა და გორში გაიმართება.

ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის რვა ნაკრები იბრძოლებს.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქში სპეციალური ღონისძიება ქ. გორის ტურიზმის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

ღონისძიებას ფეხბურთჲს ფედერაციის ხელმძღვანელები, ევროპის ჩემპიონატის ელჩი ზურაბ ხიზანიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თასი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს.








 

Print

სტატიის გამოყენების პირობები