ახალი ამბები
,,დიდი 10"-ის ფინალში გორის ,,ჯიქმა" გაიმარჯვა
დღეს, გორის ,,ჯიქი" საქართველოს ჩემპიონი გახდა.

,,დიდი 10"-ის ტოიოტას ფინალში ჯიქმა ბათუმს 28:22 სძლია, რითაც 2016/17 წლის გათამაშების გამარჯვებული გახდა და პირველად კლუბის და ქართული რაგბის ისტორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

გათამაშება თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა.

,,დიდი 10"-იანის ფინალამდე ჯიქი ,,მცირე ფინალის" გამარჯვებულიც გახდა.

ფინალში გასული ორივე გუნდი შემოდგომიდან ,,ჩელენჯ ქაფის" შესარჩევ ტურნირში ჩართვას გეგმავს.

საქართველოს რაგბის კავშირმა ევროპის პროფესიული კლუბების კავშირში ტურნირში ორი ქართული კლუბის მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადი გააკეთა, თუმცა ამისათვის კლუბებს ფინანსები ჭირდებათ.

ფოტოები: თამუნა ყულუმბეგაშვილი



Print

სტატიის გამოყენების პირობები