ახალი ამბები
ძმებმა უწყლო სოფელში ,,ჟიგული" წყალსაქაჩად გადააკეთეს (VIDEO)
მიხეილ და ლევან ქერდიყოშვილებმა ძველი ,,ჟიგულის" მარკის ავტომანქანა იყიდეს, რადგან მართვის სისტემა წყალსაქაჩად გამოეყენებინათ.

ახალი ,,სარწყავი სისტემა", ამჟამად, ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა დამონტაჟებული.

მანქანის მოტორის მუშაობის წყალობით აქაჩული წყალი დაახლოებით 300 მეტრ მანძილზე მდებარე მიწის ნაკვეთამდე მიჰყავთ. ამ მიწის ნაკვეთში კი, წვეთოვანი სისტემაა გაკეთებული.

ერთი თვის წინ, ქერიყოშვილებმა ,,წყალსაქაჩი" გამოსცადეს და ნაკვეთი მორწყეს. მათი თქმით, იდეამ გაამართლა.

ძმები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში ცხოვრობენ. პატარა სოფელი ავტობანის ნაპირზე მდებარეობს.

სასახლკარე ნაკვეთის დასამუშავებლად კი, ახალი ხელსაწყოებიც გამოიგონეს. კერძოდ, ძველი რკინის ნივთებით მექანიკური სათოხნი საშუალებები შექმნეს.





რკინის ძველი მასალებისგან შექმნილი სათოხნი საშუალება. ქერდიყოშვილები საკარმიდამო ნაკვეთს ამ ხელსაწყოებით უვლიან



მიხეილ და ლევან ქერდიყოშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილები ბევრს შრომობენ, თუმცა, გაჭირვება მაინც არის. სოფელში სარწყავი სისტემა, ზოგადად, მოშლილია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები