ახალი ამბები
ხაშურში სამშენებლო ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო დააჯარიმეს
ქალაქ ხაშურში სამშენებლო ნაჩენების გადამამუშავებელი საფქვავი საწარმო დააჯარიმეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით,  ჰაერის დაბინძურების შესახებ, საწარმოს შესაბამისი ტექნიკური მონაცემები არ გააჩნია.

,,სამშენებლო ნარჩენის გადამამუშავებელ საფქვავ საწარმოს არ ჰქონდა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

სამართალდარღვევის ოქმი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა შეადგინეს.

მათ მიერ შედგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საწარმო სათანადო დოკუმენტაციის გარეშე ფუნქციონირებდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები