ახალი ამბები
ხაშურის რაიონიდან რუსეთის ჯარისკაცებმა 4 მოქალაქე წაიყვანეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების: წაღვლისა და ბროლოსანის ოთხი მოქალაქე რუსეთის სამხედროებმა დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დაკავება 12 და 13 მაისს მოხდა.

დაკავებულები არიან 50-წლის ვეფხია ლომიძე, 58-წლის ელიზბარ ლომიძე, 65-წლის გიორგი გოგალაძე და 28 წლის ამირან თედელური.

ისინი იზოლატორში გადაიყვანეს.

ცხინვალის მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით წაუყენეს, რაც, ადგილობრივი წესით, 2 ათასი რუბლით ისჯება.

ოთხივე მათგანი ზნაურის რაიონის სოფელ ვახტანასთან დააკავეს.

ფოტოზე: სოფელი ვახტანა, ზნაურის რაიონი

Print

სტატიის გამოყენების პირობები