ახალი ამბები
ფოთელი პარლამენტარის შვილი ავარიაში გორთან დაიღუპა
ავარიაში დაღუპული 21 წლის ბექა ხახუბიას ცხედარს გორის პროზექტურიდან დღეს გადაასვენებენ.

ამ წუთებში ახლობლები და პარლამენტარები გორში იმყოფებიან.

ფოთის მაჟრიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი გუშინ გარდაიცვალა.

შემთხვევა ავტობანზე გორთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბექა ხახუბიას მანქანა სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები