ახალი ამბები
გორთან დამტვრეული BMW - კერძო ავტოსადგომზე წუხელ შეყვანილი მანქანა (PHOTO)
თითქმის მთლიანად დამტვრეული ,,ბეემვეს" მარკის ავტომანქანა წუხელ გორის ავტოსადგომზე შეიყვანეს.

კერძო მესაკუთრეები გამომძიებლის როსტომ სიქტურაშვილის გარეშე ინფორმაციას არ გასცემენ და ტერიტორიაზეც არ შეგვიშვეს.

,,გორისიტის" თანამშრომლის მობილური ტელეფონით გამომძიებელმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა. ფოტო კერძო ობიექტის გარეპერიმეტრიდანაა გადაღებული

არის თუ ეს ის მანქანა, რომლითაც გუშინ ფოთის მაჟრიტარი დეპუტატის შვილი მოჰყვა ავარიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური კომენტარს არ აკეთებს.

შს სამინისტროს გამომძიებელს ფოტოც გავუგზავნეთ, თუმცა, გამომძიებელი ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებლობას ,,გორისიტს" აკისრებს.

,,ბეემვეს" მარკის სხვა ჯიპი აღნიშნულ ტერიტორიაზე არ აყენია.

ოფიციალური ინფორმაციით, ავარია გუშინ ავტობანზე გორთან მოხდა. დაიღუპა 21-წლის ახალგაზრდა.







Print

სტატიის გამოყენების პირობები