ახალი ამბები
მოსასმელი ბადით აღჭურვილი მეთევზეები პასუხისგებაში მისცეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

სოფელ გომის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეები ა.გ. და თ.შ., აკრძალულ პერიოდში, აკრძალული საშუალებით - მოსასმელი ტიპის ბადით თევზაობდნენ. მათ მოპოვებული ჰქონდათ 3,015კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.

აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი აქტი. მოქალაქეს ჩამოართვეს და დალუქეს თევზჭერის აკრძალული საშუალება და მოპოვებული თევზი.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, რომ 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, შიდა წყალსატევებში, აკრძალული საშუალებებით თევზჭერა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს.

შეგახსენებთ ასევე, რომ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი კალმახისა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები