ახალი ამბები
კასპში ყინვისგან დაზარალებულები მორწყვის გადასახადისგან გათავისუფლდებიან
კასპის მუნიციპალიტეტის იმ სოფლების მოსახლეობა, რომლებიც ყინვისგან დაზარალდნენ, მორწყვის გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა სოფელ დოესის მოსახლეობას განუცხადა.

ადგილობრივებმა გამგებელთან შეხვედრა ორი დღის წინ მოითხოვეს.

,,საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება სოფელ დოესის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას რწყვის სეზონზე მოხმარებული ელექტრო ენერგიის გადასახადს 300 000 ლარს გადაუხდის" - ეს განცხადება დღეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობიდან აცნობეს.

გოჩა გოჩიტაშვილის განმარტებით, შესაბამისი თანხა კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტში უნდა ასახოს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები