ახალი ამბები
ძარწემთან სამხედრო პოლიგონისთვის დამატებით 3 ათასი ჰა მიწა გაასუფთავეს
რუსეთის სამხედრო ძალებმა, ძარწემის გარშემო, მიწის ფართობები, პოლოგონის გაფართოების მიზნით, გაასუფთავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო მთავრობის მედია ავრცელებს.

ცხინვალის მედიის ინფორმაციით, განაღმული და გასუფთავებულია დაახლოებით 3 ათასი ჰა მიწა.

ძარწემის სამხედრო ბაზა ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ცენტრია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

განაღმვით სამუშაოებზე დაახლოებით 100 სამხედრო მოსამსახურე, 20 ტანკი და სპეციალურად მომზადებული ძაღლები ჩართეს.

სოფელი ძარწემი დიდი ლიახვის ხეობაში, ცხინვალიდან 10 კმ მანძილზე, მდებარეობს.

ის ქემერტის ადმინისტრაციულ თემში შედიოდა და, ამჟამად, მას დე-ფაქტო მთავრობა აკონტროლებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები