ახალი ამბები
ლამისყანიდან ავტობანს შემოვლითი მოასფალტებული გზით დაუკავშირდებიან
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანიდან ცენტრალურ მაგისტრალამდე ახალი გზა იგება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, სამუშაოები უკვე დაიწყო და ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ის ტექნიკა ადგილზე.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელი, შემოვლითი გზით, მთავარ მაგისტრალს მოკლე მანძილით უერთდება.

,,გზაზე მოეწყობა კივუეტები, ხელოვნური ნაგებობები, რკინაბეტონის დახურული არხები, საგზაო სამოსის დასრულების შემდეგ კი თხევადი ბითუმი დაესხმევა." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

სამუშაოების ღირებულება 448 107, გარანტია კი 2 წელი.


აღნიშნული გზის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რეპორტაჟი გასულ წელს მოამზადა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები