ახალი ამბები
ვარიანის მეურნეობის დასახლებაში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სკოლამდელი ასაკის 80-მდე ბავშვი სწავლა-განათლების მიღებას ახალ საბავშვო ბაღში შეძლებს - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, საბავშვო ბაღი მეურნეობის დასახლებაში,  გაიხსნა.

ბაღის გახსნა პატარებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა მიულოცა.

ვარიანის მეურნეობის დასახლებაში უფუნქციოდ დარჩენილი ძველი ორსართულიანი შენობის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა.

პროექტის ღირებულებამ 55 055 ლარი შეადგინა. ჩატარდა შენობის სრული რეაბილიტაცია: შეიცვალა სახურავი, განხორციელდა კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, მოეწყო წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემა.

საბავშვო ბაგა-ბაღის შენობაში განხორციელდა ინოვაციური პროექტი, რაც ელ. ენერგიაზე მომუშავე გათბობის Heat Life -ის სისტემის მონტაჟს გულისხმობს. გათბობის პროექტის ღირებულება 34 650 ლარია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები