ახალი ამბები
ტყვიავის საკვირაო სკოლას გამგეობამ დაფინანსება გაუგრძელა
გორის მუნციპალიტეტის გამგეობამ ტყვიავის საკვირაო სკოლას დაფინანსება გაუგრძელა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ 15 მაისის სხდომაზე მიიღო.

მიმდინარე წელს სკოლა დახურვის წინაშე იდგა.

დონორების წყალობით გაკეთებულ ცენტრს იანვრიდან დაფინანსება აღარ ჰქონდა.

ტყვიავის თემში დაარსებული საკვირაო სკოლა, ამჟამად, სოციალურად დაუცველ და შშმ 20 ახალგაზრდას ემსახურება.

სოციალური საწარმო ბენეფიციარებს კომპიუტერული პროგრამების, უცხო ენების, ცეკვის, სიმღერისა და ხელსაქმის შემსწავლელ კურსებს სთავაზობს. 

„სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ტყვიავის საკვირაო სკოლა 2016 წელს გაიხსნა.

ამერიკის მთავრობის ფინანსური დახმარებით პროექტს ახორციელებენ გერმანული ორგანიზაცია „საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდი“ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“.






ავტორი: ირმა კიტრიაშვილი

Print

სტატიის გამოყენების პირობები