ახალი ამბები
ხვალ დასავლეთიდან აღმოსავლეთით მოძრავი მანქანებისთვის გვირაბი დაიკეტება
ხვალ, 25 მაისს, გორის გვირაბში, ერთი მხარე დაიკეტება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გორის მარჯვენა საავტომობილო გვირაბში გზა დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, შეიზღუდება.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, სარემონტო სამუშაოების გამო, იკრძალება.

,,ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები