ახალი ამბები
რუსეთის სამხედრო ბაზებზე საბავშვო ბაღები და სკოლები შენდება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ბაზებზე 40-მდე სახეობის ინფრასტრუქტურული ობიექტები შენდება.

ამის შესახებ ინფრმაციას ცხინვალის მთავრობის მედია ავრცელებს.

ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, სამხედრო დანაყოფების ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები და ყველა ის საჭირო შენობები აშენდება, რომლებიც სამხედროთა ოჯახებს და მათ წევრებს ჭირდება.

27 მაისს, ცხინვალთან ახლოს, სამხედრო ბაზაზე პირველი ბინები და საბავშვო ბაღი გაიხსნება.

აღნიშნული საერთო საცხოვრებელი და ბავშვთა სახლი 70 ადამიანზეა გათვლილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები