ახალი ამბები
დემოკრატიის სკოლაში გენდერული თანასწორობის რანგირების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა
გენდერული თანასწორობა, პოლიტიკური პარტიებს შორის,  ყველაზე მეტად რესპუბლიკურ პარტიაშია დაცული.

ბოლო ადგილზე კი, მმართველი პარტია ,,ქართული ოცნება" აღმოჩნდა.

ამის შესახებ დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

კერძოდ,  გენდერული თანასწორობის ჯამური ინდექსი „რესპუბლიკური პარტიისთვის" 40,6%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციაში ქალთა და მამაკათა რაოდენობა თითქმის თანაბარია. 

მეორე პოზიციაზე „პატრიოტთა ალიანსი“ 32,4%-ით, მესამეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 31,9%, „ლეობორისტები“ - 26.6%, „დემოკრატიული მოძრაობა“ - 23.3%, „თავისუფალი დემოკრატები“ - 22.5%. ბოლო, მეშვიდე ადგილზე 17,2%-ით „ქართული ოცნებაა".

საქართველოს პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირების კვლევის პრეზენტაცია დღეს გორის დემოკრატიის სკოლაში გაიმართა.

ორგანიზატორი: ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის, NIMD EEN. მომხსენებელი: სალომე მუხურაძე, პოლიტიკური პარტიების პროგრამის ხელმძღვანელი, NIMD EEN

პოლიტიკური პარტიების გენდერული თანასწორობის ინდექსი პარტიებს სამი ძირითადი განზომილებით აფასებს - საარჩევნო, ინსტიტუციური და საპროგრამო.

თითოეული განზომილება მოიცავს ინდიკატორების ერთობლიობას, რომელთაც მინიჭებული აქვთ კონკრეტული ქულა და მათი ერთობლიობა შემდგომში, პარტიებში გენდერული თანასწორობის ინდექსის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოს პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირება პირველად ჩატარდა 2014 წელს, NIMD-ის საქართველოს ოფისის მიერ. წინამდებარე დოკუმენტი მეორე რანგირებას წარმოადგენს, რომელიც 2015-2016 წლებს მოიცავს.

კახაბერი ქარელის ფოტო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები