ახალი ამბები
კასპში გამართულ შეხვედრაზე საჯარო მოხელეებთან ,,რეფერენდუმი" ჩაატარეს
კონსტიტუციის კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს კასპში გაიმართა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი კასპის კულტურის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროებასა და მიზნებზე ესაუბრა.

დარბაზში მყოფმა ზურაბ ქოსაშვილმა, რომელიც საკრებულოში ლეიბორისტულ პარტიას წარმოადგენს, ხელის აწევით, მიწის საკითხზე ,,რეფერენდუმი" ჩაატარა.

კითხვაზე, თუ ვის სურს უცხოელებზე მიწის გაყიდვა, კლუბ ,,ჰარმონიის" დარბაზში სრული ჰარმონია დამყარდა.

ხელი არავინ აიწია. სხდომაზე კი, ძირითადად, სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე პირები იყვნენ.

ზურაბ ქოსაშვილი ითხოვს, რომ კონსტიტუციაში მუხლი ,,უცხოელებზე მიწის აკრძალვის შესახებ" ჩაიწეროს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები