ახალი ამბები
2008 წლის ომის დროს დაღუპული უმცროსი სერჟანტის ხსოვნას კასპში პატივი მიაგეს
სოფელ კოდისწყაროში, ომის დროს დაღუპული უმცროსი სერჟანტის გელა თიგიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

გელა თიგიშვილი ცხინვალთან, 2008 წლის აგვისტოს, რუსეთის საავიაციო იერიშის დროს მოწინავე პოზიციაზე მდგარ თანამებრძოლებთან ერთად დაიღუპა.

საქართველოს მთავრობამ გარდაცვალების შემდეგ გელა თიგიშვილი დააჯილდოვა მედლით ”სამშობლოსათვის თავდადებული” და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.

25 მაისი, უმცროსი სერჟანტის გელა თიგიშვილის დაბადების დღეა, დღეს მას 45 წელი შეუსრულდებოდა.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა, მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა და სსიპ ,,ვეტერანების საქმეთა სამსახური“-ს წარმომადგენლებმა გარდაცვლილის საფლავზე ყვავილები მიიტანეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები