ახალი ამბები
დამოუკიდებლობის დღე ქალაქ გორში (PHOTO)
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს გორში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.

დღის პირველ ნახევარში ადმინისტრაციული შენობის წინ საბრძოლო ტექნიკის გამოფენა მოეწყო.

ჭავჭავაძის გამზირზე გურამიშვილის ძეგლამდე ფერწერული და ხელნაკეთი ნამუშევრები გამოფინეს.

მერიის ანსამბლის „გორის“ მონაწილეობით, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე კონცერტი ჩატარდა.

პარალელურად, საქართველოს ევროინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით, უვიზო მიმოსვლის სიმულაციური სივრცე მოეწყო, სადაც მოქალაქეებს ევროპაში უვიზო მიმოსვლის წესები გააცნეს.

ბავშვებს კი, საბავშვო გასართობი კუთხე დაახვედრეს.

სცენაზე ერთმანეთს ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები, სამეჯლისო ცეკვების და საესტრადო სიმღერის კონცერტის თანხმებით, ენაცვლებოდნენ.



იხ. ფოტორეპორტაჟ
Print

სტატიის გამოყენების პირობები