ახალი ამბები
შიდა და ქვემო ქართლელებმა დამოუკიდებლობის დღე ერთად აღნიშნეს
გორელი მარიამ ლონგურაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კონსულტანტ-მასწავლებელია.

სოციალურ ქსელში, მეგობრის ნინო მთიულიშვილის ლექსი ,,წვიმა" წაიკითხა.

ნინო მთიულიშვილი გორის სკოლა ,,ეისის" ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.

მარიამ ლონგურაშვილმა ეს ლექსი ქესალოელ მოსწავლეებს გაკვეთილზე წაუკითხა. ქესალოელმა ბავშვებმა ლექსი ისწავლეს კიდეც.

გადაიღეს ვიდეო და გამოუგზავნეს ლექსის ავტორს.

ამ გაკვეთილმა ეს ორი სკოლა ერთმანეთს დაამეგობრა.

მათი დამეგობრება კი, საქართველოს დემოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს გორში მოხდა.

,,ეისის" სკოლის დირექტორმა მარიკა ტლაშაძემ ისინი მარნეულის რაიონიდან გორში მიიწვია. სკოლების შეხვედრა გორის კულტურის ცენტრში შედგა.

ორივე სკოლის მოსწავლეებმა იმღერეს და იცეკვეს როგორც ქართული, ასევე აზერბაიჯანული მუსიკის თანხლებით.



სიმღერის ,,ჯუჯალარის" ერთობლივი შესრულება




აჭარულის შესრულების შემდეგ ქესალოს მოსწავლეებმა ,,ცისარტყელები" იმღერეს




ქესალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადინ ისმაილოვი ,,ეისის" სკოლის მოსწავლეებს მარნეულის რაიონში ეპატიჟება



ქალთა ცეკვა ქესალოს საჯარო სკოლის მოსწავლეების შესრულებით




ქესალოსა და ,,ეისის" სკოლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ავტორები: თათია გოლოშვილი, ირმა კიტრიაშვილი

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები