ახალი ამბები
ქართლის პიტიახშების რეზიდენციაში ძვ.წ. V-IV საუკუნეების კულტურული ფენები აღმოაჩინეს
არმაზისხევის პიტიახშთა (ქართლის მეფეთა ერისთავების) რეზიდენციაში ძვ.წ. V-IV საუკუნეების კულტურული ფენები პირველად დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას არქეოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, ძეგლზე ახალი დეტალები 2017 წლის სეზონზე აღმოაჩინეს.

არქეოლოგიური ჯგუფი მისი ხელმძღვანელობით, სეზონს 30 მაისს დაასრულებს.

სავალე მუშაობის დასრულების პარალელურად, მიღწეული წარმატებებისა და შედეგების შესახებ, პრეზენტაცია გაიმართება.

ძეგლის არქეოლოგიური შეწავლა 1936 წელს დაიწყო.

პირველი გათხრების დროს, II-III საუკუნეების პერიოდით დათარიღებული, ქართლის ერისთავთა მდიდრული სამარხებია ნაპოვნი.

გათხრების დროს აღმოჩენილმა ბერძნულმა და არამეულმა წარწერებმა (არმაზის ბილინგვა და სხვა წარწერები) სიახლე შეიტანეს ანტიკური ხანის საქართველოს ისტორიაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები