ახალი ამბები
ღამე უფლისციხის მუზეუმში (PHOTO/VIDEO)
ანტიკური თეატრის ნაკვალევზე, დღეს, გვიან საღამოს, გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრის დასმა გაიარა.

მაყვლიანის დარბაზში მსახიობებმა ნამდვილ ამბავზე შექმნილი სპექტაკლი "კამანის გულწითელა თეთრი მტრედი" ითამაშეს.

კლდეში ნაკვეთ ქალაქში თანამედროვე სპექტაკლს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ტურისტებიც ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილ პიესას იმ ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც აფხაზეთის ომში ახლობლები დაკარგეს.

ღონისძიება ,,ღამე მუზეუმში" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.

დამთვალიერებლებისთვის მუზეუმი ღამის 1 საათამდე იყო ღია - ვიზიტორები თავად გახდნენ იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდა.

აქციას საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში.

„ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.

 





მაყვლიანის დარბაზი, მაყურებელი და სპექტაკლი





ემზარ სადაღაშვილი შვილებთან ერთად, მისი ძმა - ზაზა სადაღაშვილი აფხაზეთის ომში დაიღუპა




თაობა, რომელიც ომს ვერ მოესწრო






აქცია ,,ღამე მუზეუმში"

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები