ახალი ამბები
კოდისწყარომდე მისასვლელი გზის მოასფალტება დაიწყო
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროსთან მისასვლელი გზის მოასფალტება დაიწყო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ახალი გზა ავტობანიდან დასახლებულ პუნქტამდე გაკეთდება.

სამუშაოებს კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" ასრულებს.

პროექტის ღირებულებაა 1 131 660 ლარი. ამ თანხაში ლამისყანა-თეზის შემოვლითი გზის რეაბილიტაციაც შედის.

აღნიშნული სოფლები გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები