ახალი ამბები
ბარნაბიანთკარელი გმირი - სიკვდილის შემდეგ

კახა ლაფერაშვილი, რომელიც წარმოშობით სოფელ ბარნაბიანთკარიდან იყო, 1992 წლის სექტემბერში მოხალისედ წავიდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აფხაზეთში.


19 წლის კახა ლაფერაშვილი სტუდენტი იყო. ეროვნული გვარდიის „შავნაბადა“-ს ბატალიონთან ერთად გაგრასთან იბრძოდა.

კახა ლაფერაშვილი 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგარაში, სისხლისმღვრელი ბრძოლის დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგა.


მის ოჯახს და მოხუც მშობლებს შვილის საფლავიც არ გააჩნიათ, მაგრამ ამაყობენ, რომ გაზარდეს გმირი და სამშობლოსთვის თავდადებული შვილი. გორგასალის პირველი ხარისხის ორდენი მათ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირადად გადასცა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები