ახალი ამბები
ქარელელმა მოზარდ ძიუდოისტებმა შვეიცარიაში სამი ოქრო მოიპოვეს
შვეიცარიის ქალაქ სიერში გამართულ შეჯიბრებაზე ქარელელმა მოზარდება სამი ოქრო, ერთი ვერცლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, 30-50 კგ წონით კატეგორიაში, 8-დან 12 წლამდე ასაკის ძიუდოისტებმა გასვლითი შეხვედრები ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი, შვეიცარიაში ჩაატარეს.

საფრანგეთში, პირველივე ტურნირზე, გუნდურ ჩათვლაში მათ პირველობა მოიპოვეს.

შვეიცარიის ქალაქ სიერში გამართულ ტურნირზე კი, ოქროს მედალოსნები გახდნენ:

30 კგ წონით კატეგორიაში ბექა ბერიძე

36 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გიორგი დულარიძე

46 კგ წონით კატეგორიაში ლუკა ძმორაშვილი

ვერცხლის მედალი 46 კგ წონით კატეგორიაში თამაზ ღებრიშვილს ერგო.

საბა არავიაშვილს, 36 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მესამე ადგილი ხვდა წილად.

კულტურის სამსახურში აღნიშნავენ, რომ პროექტი ქართულ-ფრანგული ძიუდოს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

სამომავლოდ ქარელის მუნიციპალიტეტს ფრანგი მოზარდები ესტუმრებიან.

 



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები