ახალი ამბები
ბორჯომის ქუჩა ხაშურში - პრობლემა ფეხით მოსიარულეებისთვის (PHOTO)
,,იქნებ მიხედოთ სურათზე გამოსახულ ტერიტორიებს, ძალიან პრობლემები გვექმნება ქვეითებს განსაკუთრებით წვიმის დროს." 

ფოტოები ხაშურიდან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა იმ დროს მიიღო, როდესაც უხვი ნალექის დროს, ფეხით მოსიარულეებს პრობლემები შეექმნათ.

ე.წ. ტროტუარის გვერდით მთავარი გზა გადის, შესაბამისად, მოქალაქეები წყლის გუბეებს გვერდს ვერ უვლიან.

მოქალაქე გვწერს, რომ ყოველი წვიმის დროს, წყალი დგება, ხოლო დაშრობისას ტალახდება.

ხაშურის მუნციპალიტეტის გამგეობის პოზიციას მოგვიანებით გაგაცნობთ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები