ახალი ამბები
4 ივნისს გორში ,,კომედიის ფესტივალი" დაიწყება
4 ივნისს კომედიის ფესტივალი იწყება.

ტრადიციულად ამ აქციას გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრი მასპინძლობს.

თეატრის ადმინისტრაციამ ფესტივალის აფიშა უკვე გამოაქვეყნა.

აფიშის მიხედვით, ორი კვირის განმავლობაში, ერისთავის სახელობის სცენაზე 7 რეგიონული,  დედაქალაქის 7, ასევე, კიევისა და ინდონეზიის თეატრების წარმომადგენლები ითამაშებენ.

ფესტივალს მარჯანიშვილის თეატრი, სპექტაკლით ,,ქალები", გახნის, ხოლო, ღონისძიებას რუსთაველის თეატრი დაასრულებს, წარმოდგენით ,,სულიერი არსებები".

"კომედიის ფესტივალი" აფიშა

04.06 19:00 – „ქალები“; მარჯანიშვილის თეატრი.

05.06 18:00 – „ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“; ჭიათურის თეატრი.

05.06 21:00 – „სამშობლო“; სამეფო უბნის თეატრი.

06.06 18:30 – „ქურდი სამოთხეში“; ზუგდიდის თეატრი.

06.06 20:30 – „მგზნებარე შეყვარებული“; დუმბაძის სახელობის თეატრისა და ზუგდიდის თეატრის კოპროდუქცია.

07.06 18:00 – „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“; მესხეთის თეატრი.

07.06 21:00 – „ბეჩავი“; ფოთის თეატრი.

08.06 18:30 – „დღეები მიქრიან“; კიევის დრამისა და კომედიის თეატრი.

08.06 20:00 – „ნაბუშრები“; სოხუმის თეატრი.

09.06 20:00 – „არ გვიხდიან? არ გადავუხადოთ!“; თუმანიშვილის თეატრი.

10.06 18:00 – „პარადისო“; ჩვენი თეატრი.

10.06 20:00 – „ჭირვეულის მორჯულება“; ერისთავის თეატრი.

11.06 18:00 – „ბოშები“; ოზურგეთის თეატრი.

11.06 21:00 – „ჩეხოვის ღიმილი“; თეატრი რუსთაველის 19.

12.06 18:00 – „ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი“; ილიაუნი.

12.06 21:00 – „ვინ ვართ ჩვენ?“; თელავის თეატრი.

13.06 18:00 – „მელოტი მომღერალი ქალი“; ინდონეზიის თეატრი.

13.06 20:00 – „სულიერი არსებები“; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები