ახალი ამბები
ქვიშა-ხრეშის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე ერთი პირი დააჯარიმეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის მიმდებარედ, მოქალაქე გ.კ-მ, მდინარე მტკვრის კალაპოტიდან, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, სასარგებლო წიაღისეული - ქვიშა-ხრეში მოიპოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

რეიდი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირებს განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს.




Print

სტატიის გამოყენების პირობები