ახალი ამბები
სასირეთის გუნდი საფეხბურთო ფესტივალის გამარჯვებული გახდა
სოფელ სასირეთის გუნდმა ,,იმედი'' საფეხბურთო ფესტივალზე გაიმარჯვა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განყოფილებიდან აცნობეს.

მუხრანში გამართულ ღონისძიებაზე 1000-მდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა, მათგან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან 15 გუნდი მონაწილეობდა.

,,თერაპია 2017-ის" ფინალური ტურნირი ბავშვთა საერთაშორისო დღეს გაიმართა.

ფესტივალი ფონდი ,,არველაძეების" ორგანიზებით ჩატარდა.

რეზი არველაძის თქმით, ასეთი ტიპის ტურნირებზე, შესაძლოა, ისეთი ბავშვებიც გამოვლინდნენ, რომლებსაც დიდი ფეხბურთისკენ გზის გაკვალვა ჭირდება.

საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს, სპეციალური ჯილდოები საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის წევრებმა: რევაზ ძოძუაშვილმა, ლევან ნოდიამ და მურთაზ ხურცილავამ გადასცეს.

გუნდებმა, პრიზები საქართველოს პარლამენტის წევრის სალომე ზურაბიშვილისაგან და გაეროს ლტოლვილთა საქმეთა უმაღლესი კომისარიისგან, იოჰანეს ფანდ დერ კლაუსისაგანაც მიიღეს.





Print

სტატიის გამოყენების პირობები