ახალი ამბები
კასპში სატვირთო ავტომანქანა გზის სავალ ნაწილზე ჩავარდა
ქალაქ კასპში სატვირთო ავტომანქანა გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას თხრილში ჩავარდა. 

ამის ამსახველ ფოტოს ადგილობრივი მკვიდრი, საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი მიხეილ ბექაური ავრცელებს.

ფოტოს ავტორის თქმით, შემთხვევა, დღეს, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოხდა.

სატვირთო ავტომანქანას, სავარაუდოდ, საკანალიზაციო სისტემამ ვერ გაუძლო.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ჩოლოყაშვილის ქუჩის სიგრძე, ჯამში, 0,552 კმ-ია.

აღნიშნულ ქუჩაზე, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების თაობაზე, სამუშაოები 2013 წელს ჩატარდა.

კერძოდ, 2013 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ,,პიქსელი ჯგუფის" წარმომადგენლებმა, ჩოლოყაშვილის, ვარძიისა და თევდორე მღვდლის ქუჩებზე, გამოცვალეს საკანალიზაციო მილები, ჭები თავისი სახურავებით, ხოლო, მორჩენილი გრუნდი უკან მიაყარეს.

ჯამში, 567 222 ლარი დაიხარჯა.

მას შემდეგ, თევდორესა და ჩოლოყაშვილის ქუჩებზე, მიწა არაერთხელ ჩავარდა და მანქანები დაზიანდა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები