ახალი ამბები
ველოსიპედით მიმავალ 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ამ წუთებში, 10 წლის მოზარდი, გორის ჰოსპიტალში, დაკვრივების ქვეშ იმყოფება.

გადაუდებელი ცენტრის წარმომადგენლის ცნობით, საავადმყოფოს ექიმებმა ყველა საჭირო ღონისძიება გაატარეს.

,,ბავშვის მდგომარეობა რთულია, მაგრამ ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, ექიმებსაც არ სცალიათ" - გვითხრეს გორის ჰოსპიტალში.

ერთი საათის წინ, ჭალის დასახლებაში მოზარდს ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. ფოტოს შემთხვევის ადგილიდან ტელეკომპანია ,,დია" ავრცელებს.

მოზარდი ველოსიპედით სახლისკენ მოძრაობდა და საჭიდაო დარბაზიდან ბრუნდებოდა.

შემთხვევისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. 

,,როცა მოვიდნენ სასწრაფოს ექიმები, ბავშვს სუნთქვა უჭირდა. პურის საყიდლად მივდიოდი, პურიც ვერ ვიყიდე, ისეთი მძიმე ამბავი მოხდა" - გვითხრეს ჭალის დასახლებაში.

შს სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ამავე თემაზე: კატასტროფის ცენტრი ჭალის დასახლებაში (PHOTO)

Print

სტატიის გამოყენების პირობები